აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა გარკვეული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ახლა ელოდება დასტურს „ჰამასისგან“.

„ჰამასი“ პირობებს თუ დაეთანხმება, ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა „დაუყოვნებლივ შევა ძალაში“ და დაიწყება მძევლებისა და პატიმრების გაცვლა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს ღაზაში ომის დასასრულებლად.

„მე ვაფასებ, რომ ისრაელმა დროებით შეწყვიტა დაბომბვა, რათა მძევლების გათავისუფლებისა და სამშვიდობო შეთანხმების დასრულების შანსი მიეცეს. „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფსონი გაუქმდება. მე ვერ შევეგუები გადადებას, რაც ბევრის აზრით მოხდება, ან ისეთ შედეგს, სადაც ღაზა კვლავ საფრთხის შემცველი იქნება. მოდით, ეს სწრაფად გავაკეთოთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-სთვის პასუხი შუამავლებს აცნობეს. ისინი ეთანხმებიან აშშ-ის წარდგენილ გეგმას და „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ.

მანამდე,  აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.