ირლანდიის პოლიციამ 2,2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 157 მილიონი ევროა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კოკაინი ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს კორკის სანაპიროდან ამოიღეს.კომისრის თანაშემწე ჯასტინ კელიმ თქვა, რომ ნარკოტიკები ირლანდიაში სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა.
ირლანდიის საზღვაო სამსახურის მეთაურმა ჩატარებულ ოპერაციას „უაღრესად რთული“ უწოდა.
ამასთან, მანამდე ესპანეთმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. „ბალკანური კარტელის“ წევრების დაკავებისა და 700 კგ კოკაინის ამოღების შესახებ.