CNN-ის ინფორმაციით, ირანმა აღადგინა ფრენები, რომელიც მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ისფაჰანის პროვინციაში სამხედრო ბაზის მახლობლად განხორციელებული აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. 

მათი ცნობით, ამის შესახებ ირანი სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს.

„გაცნობებთ, რომ აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია და ავიაკომპანიებს ნებადართული აქვთ, დაგეგმილი ფრენები განახორციელონ,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფრენები განახლდა ირანის დედაქალაქის ორ მთავარ აეროპორტში.