ირანში პოლიციამ იტალიელი ჟურნალისტი, გაზეთ Il Foglio-ს რეპორტიორი სესილია სალა რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში რეპორტაჟს იღებდა, რა დროსაც დააკავეს.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპარტამენტი თანამშრომლობს ირანის ხელისუფლებასთან სალას სამართლებრივი სტატუსისა და მისი დაკავების პირობების გასარკვევად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანი სალას დაკავების ფაქტს ჯერჯერობით არ აღიარებს.
წყარო: 1 არხი