ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

„ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.