ირანი და ევროპის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებების დრო და ადგილმდებარეობა განხილვის პროცესშია.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომავალ მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული.

ირანული მედიის ინფორმაციით, მანამდე ირანი განიხილავდა ევროკავშირის სამი ქვეყნის მოთხოვნას ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლების და სანქციების მოხსნის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ირანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება.