Cerebras-ის ინჟინრებმა მსოფლიოში უდიდესი კომპიუტერული ჩიპი შექმნეს, რომელიც 4 ტრილიონ ტრანზისტორს მოიცავს. ჩიპი - Wafer Scale Engine 3 (WSE-3) Cerebras სუპერ-კომპიუტერული პლატფორმის მესამე თაობაა. ის სპეციალურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტის სისტემებში მუშაობისთვის.

ჩიპის ზომებია 8,5 x 8,5 ინჩი. ის მოიცავს 900 000 ხელოვნური ინტელექტის ბირთვს. დეველოპერების თქმით, ჩიპი გამოყენებული იქნება წარმოუდგენლად ძლიერი, AI-ს მქონე, სუპერკომპიუტერის გასაშვებად. ამავე დროს, ის მოიხმარს იმდენივე ენერგიას, რასაც მისი წინამორბედი, მაგრამ აქვს 2-ჯერ მეტი ძალა.

როგორც ინჟინრები აღნიშნავენ, მათი ჩიპი ზომითა და უნარებით ყველაზე მოწინავე გრაფიკულ პროცესორებსაც კი აჭარბებს, რომლებიც ახლა ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად გამოიყენება. მაგალითად, Nvidia H200-ს აქვს მხოლოდ 80 მილიარდი ტრანზისტორი, რაც WSE-3-ზე 57-ჯერ ნაკლებია.

ახალი ჩიპის საფუძველზე აწყობილი იქნება სუპერკომპიუტერი Condor Galaxy 3, რომელიც განთავსდება დალასში, ტეხასის შტატში. ეს სუპერკომპიუტერი Cerebras CS-3 ხელოვნური ინტელექტის სისტემის 64 „სამშენებლო ბლოკისგან“ შედგება, რომელთაგან თითოეული WSE-3-ით იკვებება.

Condor Galaxy 3 გამოყენებული იქნება მომავალი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მოსამზადებლად, რომელიც გამოიყენებს ბევრად მეტ პარამეტრს, ვიდრე არსებული მოდელები. მაგალითად, OpenAI-ს GPT-4-ისთვის იყენებს დაახლოებით 1,76 ტრილიონ ცვლადს და Condor Galaxy 3 გამოიყენებს 24 ტრილიონი პარამეტრს.