ამერიკული Intel Corp.-ის ტოპ მენეჯერი საჩინ კატი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე, OpenAI–ში გადავიდა.

ორივე კომპანიამ დაადასტურა, რომ კატი OpenAI-ის გუნდს შეუერთდება, სადაც ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. Intel-ში მის მოვალეობებს აღმასრულებელი დირექტორი ლიპ-ბუ ტანი შეასრულებს.

„ფაინალ თაიმსის“ ცნობით, კატიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა Intel-ის მცდელობებში, შეექმნა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული გადაწყვეტილებები და ჩიპები, რომლებიც კონკურენციას გაუწევდნენ ბაზრის ძირითადი მოთამაშეების, Nvidia Corp.-ისა და Advanced Micro Devices Inc.-ის პროექტებს. ის Intel-ს 2021 წლის ბოლოს შეუერთდა და აპრილში ტექნოლოგიების მთავარ დირექტორად და ხელოვნური ინტელექტის მთავარ ოფიცრად დაინიშნა.

წელს, Intel-ი კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტმა, ჯასტინ ოტარმა დატოვა, რომელიც კომპანიის მონაცემთა ცენტრის ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი. მას შემდეგ ოტარი ფინური Nokia Corp-ის ხელმძღვანელი გახდა.

წყარო: Interfax