ნიკელის საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა (The International Nickel Study Group, INSG) ნიკელის ბაზარზე ჭარბი მიწოდების პროგნოზი 2025 წელს 209 000 ტონამდე გაზარდა და მოელის, რომ პროფიციტი მომავალ წელს 261 ათას ტონამდე გაიზრდება.
INSG-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული წინა პროგნოზით, ჭარბი მარაგი 198 000 ტონას შეადგენდა. 2024 წელს INSG-ის შეფასებით, ჭარბი მარაგი 112 000 ტონას იყო.