BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთმა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ტიტული შეინარჩუნა, რადგან ის 2023 წლის ბოლო სამ თვეში 8.4%-ით გაიზარდა. 

ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა დამოდარდას მოდის თქმით, ეს აჩვენებს „ინდოეთის ეკონომიკის სიძლიერეს და მის პოტენციალს“. ამის შესახებ მან სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ინდოეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიასა და გერმანიას გაუსწრებს, როგორც მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა.

მოსალოდნელზე მაღალი ზრდა განპირობებული იყო ქვეყნის მწარმოებლების მძლავრი მაჩვენებლებით, სექტორი ამ პერიოდის განმავლობაში 11.6%-ით გაფართოვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2024 წელს ინდოეთის ეკონომიკის 6,5%-იან ზრდას ელოდება.

ბოლო წლების განმავლობაში, პრემიერ მინისტრმა მოდიმ გაზარდა მთავრობის ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, რაც მიზნად ისახავდა  ტელეფონების, ელექტრონიკის, თვითმფრინავების და ნახევარგამტარების წარმოების გაძლიერებას, რათა დაეხმაროს ინდოეთს საერთაშორისო კონკურენციაში.