დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რა უსწრებდა ამ შეთენხმებას წინ? ინდოეთმა პაკისტანში ბჰოლარის საჰაერო ძალების ბაზაც დაბომბა. ეს იყო რიგით მესამე ბაზაა. აქ F-16-ები და JF-17-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები იყო ბაზირებული.

პაკისტანში ამბობდნენ, რომ არ შეუტევდნენ სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა ინდოეთში აცხადებენ, რომ პაკისტანი ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებსაც უტევს, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობებიც არის.

სამხედრო ოპერაციას, რომელიც გასულ ღამეს ისლამაბადმა დაიწყო დელის წინააღმდეგ ბუნიან-ალ-მარსუ, ანუ მყარი კედელი ეწოდება.

შეგახსენებთ, პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად შეერთებული შტატების შუამავლობის ინიციატივით ცოტა ხნის წინ გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. მან სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და პაკისტანის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისჰაკ დართან.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა მოძებნოს დაძაბულობის შემცირებისა და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის გზები, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები.

მანამდე მარკო რუბიო ესაუბრა პაკისტანის არმიის მეთაურსაც, სადაც კვლავ მოუწოდა ორივე მხარეს, მოძებნონ გზები სიტუაციის განსამუხტად.

ცნობისთვის, პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.

ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ საპასუხოდ მათ დარტყმები მიიტანეს „ტერორისტების ინფრასტრუქტურაზე“. პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ მონაწილეობდა აპრილის თავდასხმაში და ობიექტები, რომლებზე დარტყმებიც ინდოეთმა მიიტანა, არ წარმოადგენდნენ ტერორისტი მებრძოლების ბაზებს, როგორც ამას ნიუ დელში ამტკიცებენ.