Zara-ს მაღაზიების ქსელის მფლობელმა ესპანურმა Inditex-მა ოთხშაბათს მეორე ფინანსურ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი გაყიდვები გამოაცხადა.

მაისი - ივლისის წმინდა გაყიდვებმა 10.08 მილიარდი ევრო (11.81 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 10.26 მილიარდ ევროზე ნაკლებია.

ამავდროულად, შემოდგომის კვარტალის დასაწყისში, Zara-ს გაყიდვები 1 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, 9%-ით.

ვრცლად The Moscow Times – ზე