ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ახალ რეკომენდაციებს მიიღებს.

როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები გამოცემასთან ამბობენ, IMF ქვეყნისგან გრივნის დევალვაციის დაჩქარებას, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სახელმწიფო გადასახადების გაზრდას და გადასახადების მობილიზების ეფექტიანობის გაზრდას მოითხოვს, რაც $15.6-მილიარდიანი პროგრამის მორიგი $1.1-მილიარდიანი ტრანშის მიღების წინაპირობა იქნება.

IMF-ის ლოგიკით, ეს ნაბიჯები უკრაინას სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც 2025 წელს, სავარაუდოდ, $15 მილიარდის ფარგლებში იქნება. თუმცა უკრაინაში, როგორც ჩანს, ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ცენტრალურ ბანკს გრივნის დამატებითი დევალვაცია არ სურს, რადგან 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უკვე 10%-ით გაუფასურდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის დამატებითი გაუფასურებით, ცენტრალური ბანკი ქვეყანაში არსებულ ფასებზე კონტროლს დაკარგავს.

bm.ge