აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ.

„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდება.

„შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აყვავებულია, და გამდიდრდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

Ipn.ge