ილონ მასკი სუპერ აპის, ანუ ყველაფრის აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც უამრავ ფუნქციას შეითავსებს და მომხმარებელს მრავალმხრივი გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს.
სოციალური ქსელი X-ი ფინტექად ჩამოყალიბდება, რომელსაც საკუთარი საგადამხდელო პლატფორმა ექნება, სახელწოდებით X Money. რაც მთავარია, მისი მხარდამჭერი ამერიკული VISA იქნება.
X-ის გენერალური დირექტორის, ლინდა იაკარინოს თქმით, X Money-ის მომხმარებლები შეძლებენ თანხა მყისიერად მიიღონ X Wallet-ის ციფრულ საფულეებში, რასაც VISA Direct-ი უზრუნველყოფს. ლინდა იაკარინოს თქმით, სოციალური ქსელის ბანკად გადაკეთებაზე ილონ მასკი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა, როცა Twitter-ი შეიძინა და სერვისი უკვე 2025 წელს გაეშვება.
თუმცა აპში საბანკო კომპონენტის დამატების პროგრესი არც ისე მაღალია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ X-ს ესაჭიროება ლიცენზიები თითოეული შტატიდან ფულის გადარიცხვისთვის, სხვა მარეგულირებელ ნებართვებთან ერთად. ამ ეტაპზე გადახდების სერვისის პროვაიდერის ლიცენზია X-მა აშშ-ის 41 შტატში უკვე მოიპოვა, ხოლო კომპანიის პარტნიორებს შორის Citibank-ი, Stripe-ი და Adyen-ი იქნებიან.
იაკარინოს თქმით, VISA-სთან პარტნიორობა მხოლოდ დასაწყისია, რადგან მომავალში, X-ში ბევრ სიახლე იქნება.