Neuralink-მა ტვინის იმპლანტების გამოსაცდელად მოხალისეების შეკრება დაიწყო. ილონ მასკის კომპანია პარალიზებულ ადამიანებს ტვინში ჩიპებს ჩაუნერგავს.
კომპანიის განცხადებით, კვლევა მიზნად ისახავს როგორც თავად იმპლანტის უსაფრთხოების შეფასებას, ასევე ქირურგიული რობოტის, რომლის მეშვეობითაც ჩიპის იმპლანტირება ხდება.
ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი