ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ბიზნესმენის ქონების შეფასება დამატებით $139 მილიარდით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დელავერის უზენაესმა სასამართლომ მასკსა და კომპანია Tesla-ს ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს შორის წლობით გაგრძელებული დავა მილიარდერის სასარგებლოდ დაასრულა.
გარდა ამისა, მიმდინარე თვის დასაწყისში მასკის რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ SpaceX-მა სატენდერო შეთავაზება წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია 800 მილიარდ დოლარად შეფასდა, აგვისტოში არსებულ 400 მილიარდ დოლართან შედარებით, განუცხადა Forbes-ს კომპანიის ორმა ინვესტორმა.