აზერბაიჯანის პრეზიდენტი ორშაბათს სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ილჰამ ალიევი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.