წითელ ზღვაში, ადენის ყურის წყლებში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი Galaxy Leader გაიტაცეს . ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Al Hadath ავრცელებს. მანამდე ჰუსიტებმა გაავრცელეს მუქარა ისრაელის გემებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით, გემი თურქეთიდან ინდოეთში მიემგზავრებოდა და მასზე საერთაშორისო ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინების და მექსიკის მოქალაქეები არიან.
„ცახალმა“ხომალდის გატაცებას „ძალიან სერიოზული გლობალური მასშტაბის ინციდენტი“ უწოდა.
გემი, რომელიც ბაჰამის კუნძულების დროშით დაცურავდა, რეგისტრირებულია ბრიტანულ კომპანია Ray Shipping-ში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელია ისრაელელი ბიზნესმენი რამი უნგერი, წერს The Times of Israel. გატაცების დროს გემი იჯარით იყო გადაცემული იაპონურ კომპანიაზე.