პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების გლობალური მიწოდება 2024 წელს 3,8%-ით გაიზრდება და 403,5 მილიონ ერთეულს მიაღწევს, პროგნოზირებს კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC)

ამასთან, კომპიუტერების გაყიდვები გაიზრდება მხოლოდ 0,8%-ით, ხოლო პლანშეტების ბაზარი უფრო მნიშვნელოვან - 9,8%-ით ზრდას დააფიქსირებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპიუტერების ბაზარი 4.3%-ით გაიზრდება 2025 წელს, რადგან Windows 10 ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის დასრულება განახლების ციკლს გამოიწვევს, განსაკუთრებით კომერციულ მყიდველებს შორის.

კომპიუტერებისა და პლანშეტების გაყიდვების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2024-2028 წლებში, იქნება 1% – პროგნოზირებს IDC. შედეგად, კომპანიის ვარაუდით, 2028 წელს მთლიანი მიწოდება 420,6 მილიონ ერთეულს მიაღწევს.

interfax