იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, 242 ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაორმაგდა სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 4 600 მაშველი.

კრიტიკული 72 საათი გადარჩენილების მოსაძებნად ხუთშაბათს, საღამოს ამოიწურა. მანამდე იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 34 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.