უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი"(HRW) გამოდის მოწოდებით, გაძლიერდეს გლობალური ძალისხმევა იმისთვის, რომ კასეტური შეიარაღების გამოყენების ამკრძალავმა საერთაშორისო ხელშეკრულებამ თავის მიზანს მიაღწიოს და ამგვარი იარაღის გამოყენება დასრულდეს. ორგანიზაციის თქმით, კასეტურ იარაღს რუსეთი "ისევ და ისევ" იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.

29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში HRW ამბობს, რომ 2008 წლის 30 მაისს დუბლინში მიღებული კასეტური იარაღის ხელშეკრულება "ახლა გამოცდის წინაშეა, ისე როგორც არასდროს".

ანგარიში დეტალურად აღწერს როგორ გამოიყენება კასეტური იარაღი მსოფლიოს კონფლიქტებში, მათ შორის რუსეთის მიერ, რაც იწვევს ასობით სამოქალაქო მსხვერპლს, ანადგურებს სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს.