Honda Motor-მა და Nissan Motor-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავიანთი ბიზნესების ინტეგრაციის შესახებ, ნათქვამია იაპონური ავტომწარმოებლების ერთობლივ პრესრელიზში.

23 დეკემბერს კომპანიების დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა შერწყმის მოლაპარაკებების დაწყება. საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ 2025 წლის ივნისში იქნება მიღწეული. ავტომწარმოებლების აქციონერთა საერთო კრება გაერთიანების დასამტკიცებლად დაგეგმილია 2026 წლის აპრილში.

მოსალოდნელია ერთობლივი ჰოლდინგის შექმნა, რომელიც ორივე ავტომწარმოებლის ოპერაციებს გააერთიანებს. შერწყმის დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

interfax