რუსეთში H&M-ის მთავარმა იურიდიულმა პირმა შპს H&M-მა კომპანიის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის ფედერაციის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსული სააგენტოს ცნობით, ლიკვიდაციის საკითხი ორშაბათს, 17 ივნისს დამტკიცდა. 2020 წლიდან რუსული შპს-ს ერთადერთი მფლობელი შვედური H&M Hennes & Mauritz-ია.

H&M ჯგუფმა, რომელიც ბრენდებს H&M, COS, Monki, Weekday, ARKET და Afound და ისევე როგორც H&M Home-ის საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს ფლობს, დროებით შეწყვიტა გაყიდვები რუსეთში 2022 წლის მარტში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.