ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 2024 წელს რეკორდულ 83,86 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 5,9%-ით მეტია, იტყობინება აეროპორტის ოპერატორის პრესსამსახური.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში შიდა ფრენებზე +10%-ით, 4,665 მილიონ მგზავრამდე.

მგზავრთნაკადი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით და უკან ფრენებით გაიზარდა 9,9%-ით და 10,747 მილიონ ადამიანამდე, ევროკავშირში 7,4%-ით და 28,107 მილიონამდე, ხოლო ტრანსატლანტიკურ ფრენებზე 3,3%-ით 20,626 მილიონამდე.

გასულ წელს ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის იყო ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, დუბლინი და მადრიდი, ნათქვამია მოხსენებაში.

ჰითროუს მგზავრების რაოდენობა დეკემბერში 5,6%-ით გაიზარდა და 7,075 მილიონს მიაღწია, რაც თვის ახალ რეკორდს ადგენს. კათოლიკური შობის (25 დეკემბერი) ჩათვლით, ეს მაჩვენებელი იყო რეკორდული 160 ათასი (+13% წ/წ).

აეროპორტის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 1,57 მლნ ტონას გადააჭარბა.

აფრენა/დაფრენების რაოდენობამ 473 965 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4,4%-ით აღემატება.

2025 წელს ჰითროუ მგზავრთნაკადს 84,2 მილიონის დონეზე ელოდება და გეგმავს 1 მილიარდ ფუნტზე მეტის (1,21 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას.

interfax