2025 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა სასტუმროების ქსელმა Hilton Worldwide Holdings-მა წმინდა მოგება 22%-ით, ხოლო შემოსავალი 8.8%-ით გაზარდა, ამასთან კორექტირებულმა მოგებამ და შემოსავალმა ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა.

კომპანიის წმინდა მოგებამ ივლისი - სექტემბრის პერიოდში 420 მილიონი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 1.78 აშშ დოლარი შეადგინა რაც წლის ანალოგიურ პერიოდში 344 მილიონ აშშ დოლარს ანუ აქციაზე 1.38 აშშ დოლარს შეადგენდა. კორექტირებული მოგება აქციაზე 1.92 აშშ დოლარიდან 2.11 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შემოსავალი 8.8%-ით გაიზარდა და 3.12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ვრცლად interfax - ზე