მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს.

საქართველო ცალკე შემთხვევა არ არის: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში”, - წერს კლინტონი.

ipn.ge