აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატების გამართვა სურს.

„კიდევ ერთი დებატების მოწყობას ვცდილობ. ვნახოთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ჰარისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით ქალაქ ატლანტაში გამოვიდა და აბორტის უფლების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს