კომპანია Enjoy the Air-ის დავალებით ჰაერის ხარისხის ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამოაშკარავდა მოსახლეობის დამოკიდებულება ჰაერის ცუდი ხარისხისადმი. ამის შესახებ Greenpole წერს.

საერთო ჯამში ბრიტანელი საზოგადოების 29% განიხილავს სხვა ქალაქში გადასვლას უკეთესი ჰაერის გამო. 18-24 წლამდე ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 48%-ს აღწევს.

4000 ზრდასრული ლონდონის მცხოვრებლის გამოკითხვამ ცხადყო, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა სურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: ხუთიდან ორი (ეს კი გამოკითხულთა 39%-ია), უფრო სუფთა ჰაერის მქონე გარემოში გადასვლას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქს, პოტენციურად, 3.5 მილიონი ადამიანი დატოვებს.

მთლიანობაში გამოკითხულთა 29% სხვა ქალაქში გადასვლას ამჯობინებდა, სადაც უფრო სუფთა ჰაერი იქნებოდა. 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 48%-ს შეადგენს.

სხვებთან შედარებით, შოტლანდიელები ჰაერის ხარისხით კმაყოფილები ჩანან, მხოლოდ 28% განიხილავს გადასახლებას. (2022 წელს შოტლანდიამ პირველად დააკმაყოფილა კანონით დადგენილი ჰაერის ხარისხის მოთხოვნები).

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტომობილები დაასახელეს. რესპონდენტების 38%-მა განაცხადა, რომ უჭირთ სუნთქვა. თუმცა გამოკითხულების მხოლოდ 13%-მა იცოდა, თუ სად და როგორ უნდა მოძებნონ და გადაამოწმონ ინფორმაცია თავიანთ ქალაქში ჰაერის ხარისხის შესახებ.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ ლონდონელთა ნახევარი (53%) მხარს უჭერს სუფთა ჰაერის ზონების შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ULEZ-ს (გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი დონის ზონებს) „ეშმაკის საქმედ“ მოიხსენიებს.

წყარო: Greenpole