მსოფლიო კინოს სალაროებში, Marvel-ის კომიქს Guardians of the Galaxy-3-ის შემოსავალმა $282,1 მილიონი შეადგინა, აქედან აშშ-სა და კანადაში - $114 მილიონი, საერთაშორისო ბაზარზე - $168.1 მილიონი დოლარი. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

ანალიტიკოსებმა წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში შემოსავალი პირველ შაბათ-კვირას 120-დან 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ Guardians of the Galaxy-ის მეორე ნაწილმა 2017 წლის სადებიუტო შაბათ-კვირას $146,5 მილიონი გამოიმუშავა.

„მოსალოდნელზე დაბალი მოგება შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმით, რომ ეს Guardians of the Galaxy-ის მეექვსე ფილმია ბოლო ათწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა BoxOffice.com-ის უფროსმა ანალიტიკოსმა შონ რობინსმა.

Guardians of the Galaxy 3 ჯეიმს განის მიერ Marvel-ისთვის გადაღებული ბოლო ფილმია, რადგან ის კონკურენტ სტუდია DC-ში გეგმავს გადასვლას.