Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად $1 მლრდ-ს დახარჯავს.

კომპანიის ცნობით, მონაცემთა ცენტრი Waltham Cross-ში (ჰერტფორდშირი) 33 ჰექტარ ფართობზე აშენდება.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„დასრულების შემდეგ პროექტი დიდ ბრიტანეთში ბიზნესს მიაწვდის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს , ხელს შეუწყობს ინოვაციებს ხელოვნურ ინტელექტში და დაეხმარება საიმედო ციფრული სერვისების მიწოდებას Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის და Google-ის მომხმარებლებისთვის დიდ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.