ამერიკული Google (რომელიც Alphabet Inc.-ის საკუთრებაა) არკანზასში მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში, ასევე შტატში ღრუბლოვანი და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
Google-ის განცხადების თანახმად, მონაცემთა ცენტრი, რომელიც უესტ–მემფისში აშენდება, Google-ის პირველი მონაცემთა ცენტრი იქნება არკანზასში.
ინვესტიციები დაგეგმილია 2027 წლის ბოლომდე პერიოდში და ასევე მოიცავს შტატის ელექტროქსელის მდგრადობის გაუმჯობესების პროგრამას.
Google 25 მილიონ დოლარს ჩადებს ფონდში, რომელიც ენერგოეფექტურობის ინიციატივებში ინვესტირებას მოახდენს. კომპანია ასევე თანამშრომლობს Entergy Arkansas-თან შტატში მზის ენერგიის პროექტის დასაწყებად.
ხუთშაბათს დამატებითი ვაჭრობის შემდეგ, Alphabet-ის აქციები 0.2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან მათმა ღირებულებამ თითქმის 30%-ით მოიმატა.