ანდროიდის სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა Samsung-მა შესაძლოა გაწყვიტოს ურთიერთობა Google-ის საძიებო სისტემასთან და Bing-ზე გადაერთოს, ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ამ ინფორმაციამ კომპანიაში პანიკა გამოიწვია. Samsung-თან კონტრაქტის დაკარგვა Alphabet-ს შეიძლება 3 მლრდ დოლარი დაუჯდეს. გარდა ამისა, წლის ბოლომდე, Google-ს Apple-თან 20 მლრდ დოლარიანი ხელშეკრულების გახანგრძლივება მოუწევს. ამის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით დაეცა. გამოცემის თანახმად, Bing წლების განმავლობაში სხვა საძიებო სისტემებს ჩამორჩებოდა, მაგრამ ახლა ინდუსტრიისთვის ბევრად საინტერესო გახდა, მათ შორის ChatGPT შესაძლებლობების გათვალისწინებით.
Google-მა წლის დასაწყისში თავისი ანალოგი ChatGPT-ის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელსაც Bard-ი ერქმეოდა. ჯერჯერობით ნეირონული ქსელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის აშშ-სა და ბრიტანეთში. როგორც NYT-ის წყაროები ამბობენ, კომპანია ასევე მუშაობს პროექტზე Magi, რომელმაც არსებული საძიებო სისტემა AI შესაძლებლობებით უნდა შეავსოს. პუბლიკაციიდან ბოლომდე გაურკვეველია, რა იქნება ფუნდამენტური განსხვავება Bard-სა და ახალ პროექტს შორის. ამავდროულად, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ CBS-თან ინტერვიუში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მკაცრი რეგულირება მოითხოვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული „კაცობრიობისთვის მავნე გვერდითი მოვლენები“.