სახელმწიფო ვალის გლობალური მოცულობა 2024 წელს შეიძლება აღემატებოდეს 100 ტრილიონ დოლარს (გლობალური მშპ-ს 93%) - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ Fiscal Monitor-ის ანგარიშში.

მოსალოდნელია, რომ გლობალური ვალი გააგრძელებს ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში და შეიძლება გაიზარდოს მშპ-ს 100%-მდე 2030 წლისთვის.

მეტიც, ყველაზე არაკეთილსაიმედი სცენარის მიხედვით, გლობალური ვალი შეიძლება იყოს თითქმის 20 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე საბაზისო პროგნოზით იგულისხმება და მიაღწევს მშპ-ს 115%-ს 2026 წელს.

„ვალების სტაბილიზაციისთვის (ან შემცირებისთვის) სავარაუდოდ საჭიროა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფისკალური კორექტირებები, ვიდრე ამჟამად არის დაგეგმილი. ახლა არის ფისკალური ბუფერების აღდგენის შესაფერისი დრო და გადავადება ძვირი ჯდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა გაგრძელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია და სამხრეთ აფრიკა.

თუმცა პროგნოზებით ვალი დასტაბილურდება ან შემცირდება დაახლოებით ქვეყნების ორ მესამედში, ის დარჩება პანდემიამდე პროგნოზირებულ დონეებზე ბევრად მაღალი – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ქვეყნებზე, სადაც სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის, მოდის მსოფლიო ვალის ნახევარზე მეტი და დაახლოებით მსოფლიო მშპ–ს  ორი მესამედი. 

interfax