ACI World-ის World Airport Traffic Report–ის თანახმად, გლობალური აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 2025 წელს 9.8 მილიარდს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
გლობალური საჰაერო მიმოსვლა კვლავ იზრდება გეოპოლიტიკური მოვლენების, ეკონომიკური არასტაბილურობისა და რეგიონული თავისებურებების მიუხედავად.
საჰაერო მოძრაობის ზრდას უწყობს ხელს განვითარებადი საავიაციო ბაზრები როგორიცაა აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკა, გაზრდილი მოგზაურობის მოთხოვნისა და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზებების გაფართოების წყალობით.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აფრიკაში მგზავრთა ნაკადი 2025 წლისთვის 273 მილიონს მიაღწევს (9.4%-ით მეტი წინა წელთან შედარებით). ეს ძლიერი ზრდა განპირობებულია ტურიზმის ზრდით და საშუალო ფენის შემოსავლებით. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საჰაერო მგზავრთა რაოდენობა 3.6 მილიარდს მიაღწევს (5.6%-ით მეტი), ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხარჯზე.
ევროპაში, გეოპოლიტიკური რისკებისა და დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, მგზავრთა ნაკადი 2.5 მილიარდს გადააჭარბებს (3.6%-ით მეტი). ამასთან, შიდა რეისები საერთაშორისო რეისებს ჩამორჩება რკინიგზის ტრანსპორტის პოპულარობის გამო.
ახლო აღმოსავლეთში საჰაერო მგზავრების რაოდენობა, პროგნოზით, 466 მილიონს (+5.9%) მიაღწევს, რაც ტურიზმში ინვესტიციების ხარჯზე იქნება განპირობებული.
თუმცა, რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რისკები კვლავ რჩება, – აღნიშნავენ ACI World-ში.