ინგლისის პრემიერ ლიგის ტრიო „ევერტონი“, „ლესტერ სიტი“ და „ვულვზი“ აღტაცებულები არიან „უოტფორდის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძით და მისი დამატება სურთ, თუმცა სამივეს აფრთხობს ის მაღალი ფასი, რომელსაც ქართველის გუნდი ითხოვს, – ამის შესახებ წერილს გამოცემა FootballFancast აქვეყნებს.

„მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, და მიუხედავად იმისა, რომ „ვიკარიჯ როუდზე“ ახალ კონტრაქტს ხელი მხოლოდ სექტემბერში მოაწერა, იანვარში შეიძლება მის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყოს.

ქართველი ნახევარმცველი „უოტფორდის“ ერთ-ერთი მთავარი სახეა, მიმდინარე სეზონში ლიგის 20-ვე თამაში პირველი წუთიდან დაიწყო და ადვილი მისახვედრია, რატომ მოხვდა ის პრემიერლიგელების რადარზე. „ევერტონი“, „ლესტერი“ და „ვულვზი“ ქართველით აღტაცებულები არიან და იმედოვნებენ, რომ ჩაკვეტაძის დამატებით შეტევას გააძლიერებენ და გავარდნის ზონას თავს დააღწევენ.

თუმცა, 2029 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გამო „უოტფორდი“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურის საფასურად უზარმაზარ თანხას ითხოვს. The Sun-ის მტკიცებით, „უოტფორდი“ ქართველის ტრანსფერში 20 მილიონი ფუნტის აღებას იმედოვნებს. თუმცა, გუნდს პრემიერლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსი გააჩნია, და იანვარში ვარსკვლავის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნებოდა. თავიანთ ვარსკვლავს მხოლოდ დიდ თანხის საფასურად შეელევიან, რომელსაც შესაძლოა პრემიერლიგის გუნდებმა იანვარში გადაიხადონ.

ჩაკვეტაძე შეიძლება არ იყოს ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშე – მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ისიც სეზონის გახსნით მატჩში, მაგრამ მისმა დრიბლინგმა და კრეატიულობამ ჩემპიონშიფის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცია. ქართველმა ფეხბურთელმა ასევე დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონის მოთამაშეა, ზაფხულში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პლეი ოფში გავიდა, რის შედეგადაც ევროპელებმა ის უკეთ გაიცნეს. გასაკვირი არ არის, რომ ჩაკვეტაძეს პრემიერლიგის კლუბები თვალს ადევნებენ,“ – წერს გამოცემა.

1tv.ge