ღაზაში, ომის დაწყებიდან 4 თვის პერიოდში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ.
პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019-2022 წლებში, გლობალურად, 12 193 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ღაზაში მიმდინარე ომს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით - 12 300 ბავშვი ემსხვერპლა.