გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა 46 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათების პაკეტი, რომელიც ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკის მხარდასაჭერად 2025 წლიდან 2029 წლის ჩათვლით პერიოდშია გათვალისწინებული, იტყობინება Reuters–ი გერმანიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.

პაკეტი მოიცავს შეღავათიანი ამორტიზაციის წესებს, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად ჩამოწერონ აქტივების ღირებულება, მათ შორის, პირველი სამი წლის განმავლობაში წელიწადში 30%-მდე.

ასევე ითვალისწინებს კორპორაციული გადასახადის განაკვეთის შემცირებას წელიწადში 1 პროცენტული პუნქტით ხუთი წლის განმავლობაში, 2028 წლიდან 2032 წლის ჩათვლით. ხუთწლიანი პერიოდის ბოლოს გადასახადის განაკვეთი 10%-მდე შემცირდება.

ვრცლად interfax–ზე