გერმანიაში სამომხმარებლო ფასები, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, 2025 წლის მარტში 2,3%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მოხსენებაში, რომელმაც წარმოადგინა წინასწარი მონაცემები.

ზრდის ტემპი ყველაზე დაბალი იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა.

Trading Economics–ის მონაცემებით, ანალიტიკოსები მარტის ინფლაციას წლიურ გამოხატულებაში საშუალოდ 2.4%–ზე პროგნოზირებდნენ, ხოლო თვიურ გამოხატულებაში 0.5%–ზე.

თებერვალში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 2.6% და 0.5% იყო.

გერმანული სტანდარტებით გამოთვლილი სამომხმარებლო ფასები მარტში 2,2%-ით, ხოლო თებერვალთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა.

საშუალოდ, ექსპერტები 2.2%-იან ზრდას ელოდნენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 0.4%-ს წინა თვესთან შედარებით.

interfax