გერმანიაში სამრეწველო წარმოება აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა, იტყობინება ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახური (Destatis).
Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0,3%-იან ზრდას ელოდნენ.
გერმანიაში სამრეწველო წარმოება ზედიზედ მეორე თვეა შემცირდა, მარტში კლება ლ 0,4% იყო.
სამომხმარებლო საქონლის გამოშვება აპრილში გაიზარდა 0,8%-ით, კაპიტალური საქონელი - ასევე 0,8%-ით, შუალედური საქონელი - შემცირდა 0,9%-ით.
მშენებლობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება 1.6%-ით გაიზარდა.
აპრილში გერმანიაში სამრეწველო წარმოება წინა წელთან შედარებით 3,9%-ით ნაკლები იყო.