ირანის თავდასხმა გაუმართლებელი, უაღრესად უპასუხისმგებლოა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის - გერმანია ისრაელის გვერდითაა, - ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას.
„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, - წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.