2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გერმანია ევროკავშირში ელექტრომობილების, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებით ლიდერობდა. ევროსტატის მონაცემებით, მასზე სრულად ელექტრომობილების გაყიდვების 21% და plug-in ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების 23% მოდიოდა.
მეორე ადგილზე გასულმა საფრანგეთში წლის პირველ ნახევარში ევროპაში ელექტრომობილების (ჰიბრიდული მოდელების ჩათვლით) თითქმის 13% შეიძინეს. მესამე ადგილზე ესპანეთი გავიდა.