ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors Co.-მ (GM) პარასკევს 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, ძირითადად მიჩიგანის შტატის ქალაქ უორენში მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრში, იტყობინება Bloomberg.

სააგენტოს წყაროების ცნობით, კომპანიამ თანამშრომლებს აუხსნა, რომ გადაწყვეტილება „საქმიან პირობებს“ უკავშირდებოდა და არა მათი სამუშაოს ხარისხს.

მათი თქმით, GM აანალიზებდა თავის მენეჯმენტისა და საინჟინრო გუნდებს, რათა გამოევლინა ფუნქციების დუბლირება და ეპოვა ეფექტურობის გაუმჯობესების გზები.

ვრცლად interfax – ზე