უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას. გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა და აშშ-ს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს.

„აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“, - აღნიშნა ბლინკენმა.