უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენის, გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა Adani Group-მა ინდოეთში Heidelberg-ის ცემენტის საწარმოს და ადგილობრივი ბიზნესის ყიდვა გადაწყვიტა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდური გიგანტი გერმანული კომპანიის აქტივებში 1.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის და ტრანზაქცია ნაღდი ფულის სახით განხორციელდება.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებს.
Heidelberg Materials, რომელიც ინდოეთის ბაზარზე 2006 წელს შევიდა, შიდა შესყიდვების სერიით, ახლა ოთხ ქარხანას ფლობს, რომელთა წლიური სიმძლავრით 12,6 მილიონი ტონაა.
რაც შეეხება ბიზნესმენ გაუტამ ადანს, მისი ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Adani Group-ის მფლობელობაში არაერთი ქარხანა და ინდუსტრიული საწარმოა.