აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 1,36 მილიონი ბარელით და შეადგინა 430,881 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2,89 მლნ ბარელით და შეადგინა 229,612 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,67 მილიონი ბარელით და შეადგინა 126,213 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.