აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 4,47 მილიონი ბარელით და შეადგინა  413,245  მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები შემცირდა  1,54  მლნ  ბარელით  და შეადგინა  227,492  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  შემცირდა  2,23  მილიონი ბარელით და შეადგინა  ‭123,011  მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

oilnews.ge