აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა  4,16  მილიონი ბარელით და შეადგინა  454,892 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა  2,02  მლნ  ბარელით  და შეადგინა  236,253 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა  2,54  მილიონი ბარელით და შეადგინა  ‭119,378  მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.