უკრაინის დედაქალაქში საცხოვრებელი სახელების ნახევარი დენის, წყლისა და გაზის მიწოდების გარეშე დარჩა, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი თქმით, 9 იანვარს, გამთენიისას რუსების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის „ყველაზე მტკივნეული“ იყო.
"კომუნალურმა კომპანიებმა სოციალური დაწესებულებები - კერძოდ, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები მობილური ქვაბის დანადგარებით უნდა უზრუნველყოს. ენერგეტიკოსებთან ერთად ისინი კიევის მაცხოვრებლების სახლებში ელექტროენერგიისა და გათბობის აღდგენაზე მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - დაწერა მან Telegram-ზე.
მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დროებით დედაქალაქს მიღმა გაემგზავრონ, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია კიევის მარცხენა სანაპიროსა და რეგიონში, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მოქმედებს საათობრივი გამორთვების გრაფიკი. მოგვიანებით ენერგეტიკულმა კომპანიამ DTEK დააზუსტა, რომ თავდასხმისა და ქსელის გადატვირთვის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელდა საგანგებო გამორთვები. DTEK-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 417 000 ოჯახი კიევის დესნიანსკი, დნეპროვსკი, დარნიცკი და გოლოსევსკი რაიონებში.