European Best Destinations-მა ევროპის საუკეთესო პლაჟების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა: სიაში შედის 30 პლაჟი, რომლებმაც ტურისტებისგან მაღალი შეფასება მიიღეს და გამოირჩევიან თვალწარმტაცი ბუნებით, სუფთა წყლითა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

რეიტინგში პირველი ადგილი პორტუგალიის ალგარვეში მდებარე Praia de Monte Clérigo-ს პლაჟმა დაიკავა.

ის მდებარეობს კოსტა ვიჩენტინას სანაპიროზე, განმარტოებულ, ველური ბუნებით გარშემორტყმულ ადგილზე – ასევე რეკომენდებულია აქ მისვლა მზის ჩასვლის სანახავად.

მეორე ადგილი ბერძნულ კუნძულ ანტიპაქსოსზე მდებარე ვუტუმის პლაჟს ერგო, რომელსაც ფირუზისფერი წყალი და თეთრი კენჭები აქვს. მესამე ადგილი კეფალონიაზე მდებარე ფტერის პლაჟს ერგო, რომელიც ასევე პოპულარულია სასიამოვნო გარემოთი.

ევროპის 2026 წლის 10 საუკეთესო პლაჟი European Best Destinations-ის მიხედვით:

 Monte Clérigo – ალგარვე, პორტუგალია
 Voutoumi Beach – ანტიპაქსოსი, საბერძნეთი
 Fteri Beach – კეფალონია, საბერძნეთი
​​​​​​​ Elafonisi Beach – კრეტა, საბერძნეთი
​​​​​​​ Bogliasco Beach – იტალია
​​​​​​​ Cala Mesquida – მალიორკა, ესპანეთი
​​​​​​​ Kvalvika Beach – ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია
​​​​​​​ Rovinia Beach – კორფუ, საბერძნეთი
​​​​​​​ Kaputaş Beach – თურქეთი
​​​​​​​ Paleokastritsa Beach – კორფუ, საბერძნეთი

წყარო: 34travel.me